კულტურა

კულტურის მინისტრმა იაპონიის ელჩს უმასპინძლა

6 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ახლად დანიშნულ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურის მიმართულებით. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ტურისტული ტურიზმისა და კულტურული მარშრუტების განვითარების მიმართულებით.

კულტურის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი