კინო

ჰოლივუდელი მსახიობი საქართველოში – ”მამიკოს გოგოს” გადაღებები დაიწყო

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, ჟულიან რიჩარდსი საქართველოში ფილმს იღებს. “მამიკოს გოგო” – ასე ჰქვია მხატვრულ ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამ პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

გადაღებებისთვის შერჩეულია კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

აღსანიშნავია, რომ ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი კოსტას მანდილორი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი