შემოქმედებითი ინდუსტრიები

სხვადასხვა ქვეყნის რადიოების გამოფენა თბილისში 7 ოქტომბერს გაიმართება

სხვადასხვა ქვეყნიდან 23 ონლაინ რადიო თბილისში ერთმანეთს გამოფენის ფორმატში შეხვდება. რადიოები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იკრიბებიან.

რადიოების გამოფენაზე დასწრება უფასოა და გაიმართება თამარ მეფის გამზ. #23-ში, სასტუმრო City Center Hotel-ში.

ექსპოს მსვლელობისას შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ რადიოებს, გაეცნოთ მათ გუნდებს, ან მომავალში ითანამშრომლოთ/იმოხალისეოთ მათ პროექტებში.

რადიო ექსპოს ორგანიზატორია Microwav FM “რადიო საზღვრებს გარეშე სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორთა გუნდს: +995577114034

კომენტარები

კომენტარი