კინო

“დედემ” ამერიკაში კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა

მარიამ ხაჭვანის ” დედემ” ამერიკაში -Annual Fort Lauderdale International Film Festival-ზე კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა – ჯილდო განსაკუთრებულად ექსტრემალურ სიტუაციაში გადაღებული ფილმისთვის.

მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი კინოსურათი  სიყვარულსა და მთის ტრადიციებზეა აგებული.

“დედე” არის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. აღნიშნული ფილმი მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას” სრული ვერსიაა. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა.   მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი