ლიტერატურა

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია კაზუო იშიგუროს გადაეცა

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია კაზუო იშიგუროს გადაეცა.

მან 1989 წელს რომანისთვის “The Remains of the Day” („დღის ნარჩენები“) ბუკერის პრემია მიიღო

ალფრედ ნობელის პრემიის გამარჯვებულს 9 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 2 738 870 ლარი) გადაეცემა. 1901 წლიდან ჯილდო მიიღო 114 მწერალმა, რომელთაგან 14 ქალი იყო. 28 ნაწარმოები ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, 77 პროზაული ტექსტი იყო.

2017 წლის ლაურეატების გამოცხადება 2 ოქტომბერს დაიწყო. ნობელის პრემია უკვე გადაიცა მშვიდობის, ფიზიკის, ქიმიისა და მედიცინის დარგებში.

 

 

კომენტარები

კომენტარი