კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

“სიცოცხლისთვის”-ერისთავის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება

6, 7 და 8 ოქტომბერს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება.
წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა თეატრის მსახიობის, მაიკო ტურაშვილის მკურნალობას მოხმარდება.

მაიკო ტურაშვილი მძიმე დაავადებას, მკერდის კიბოს ებრძვის.

6 და 7 ოქტომბერს, 20 საათზე თეატრში მისულებს ერისთაველები სპექტაკლებით, შესაბამისად, “ერთი უბრალო ამბავი” და “კამანის გულწითელა თეთრი მტრედი” უმასპინძლებენ.

8 ოქტომბერს კი, 21:00 საათზე დაგეგმილია სპექტაკლი “ობლები”.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროებში.

დახმარების მსურველებისთვის გახსნილია სპეციალური ანგარიშებიც:

GE10TB7466236010100028 (თიბისი ბანკი) მიმღები – მაია ტურაშვილი.

პირადი ნომერი 59001049907

საქართველოს ბანკი.

GE66BG0000000559881100.

ლიბერთი ბანკი.

GE19LB0711106890197440

კომენტარები

კომენტარი