კინო

ბაკურიანში ქართული კინოს პირველი ფორუმი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ბაკურიანში ქართული კინოს პირველი ფორუმი იმართება. კინოთეატრ “დიდველში” აჩვენებენ ისეთ ახალი ქართული ფილმებს, რომლებიც ჯერ დიდ ეკრანზე არ გამოსულა.

ფორუმის პროგრამაშია სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, დისკუსია რეჟისორებთან ერთად, ლექციები სტუდენტებისთვის.

ღონისძიებას ესწრება კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის კომისიის წევრი ოლივიე პელისონია, რომელიც სტუდენტებისთვის ვორკშოპს ჩაატარებს.

კინოთეატრ “დიდველში” ფილმების ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი