არტ მენეჯმენტი

არაკომერციული ორგანიზაციებიდან ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე

არაკომერციული ორგანიზაციებიდან ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე (26,5%), აგრეთვე, განათლების (23,1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (22,1%), სხვა სახის მომსახურების (10,8%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (10,6%) დარგის ორგანიზაციებზე.

ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 4,4-ჯერაა გაზრდილი ტრანსპორტირება და დასაწყობების დარგში, 2,5-ჯერ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში, 2,1-ჯერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში, 77,1% – სხვა სახის მომსახურების დარგში, 66,2% – ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში, 29,9% – ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში, 24,1% – წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგში.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2016 წელს 932,3 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 18,0%).

პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (28,1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (26,1%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (15,9%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (10,9%) და განათლების (9,9) დარგის ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი