ლიტერატურა საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე GAU-ში აღინიშნება

დღეს,  1 ოქტომბერს, 7–ის ნახევრიდან 8–მდე, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დაინტერესებულ მოსახლეობას ეპატიჟება.

“პროექტი, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმართ ახალი თაობის გულწრფელი დამოკიდებულების კიდევ ერთხელ წარმოჩენას, პოეტის შემოქმედების ხაზგასმასა და დაფასებას ემსახურება. კონკურსში მონაწილეობა 15-21 წლის ახალგაზრდებმა მიიღეს. ჟიურის თავმჯდომარე GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, ფილოლოგიის დოქტორი რუსუდან ციციშვილია.

იქვე, საუკეთესო ესეს ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. ყველა კონკურსანტს გადაეცამა სერტიფიკატები. 
დაჯილდოების შემდეგ გაიმართება GAUდასის პოეზიის საღამო, თათია მამაცაშვილის ხელმძღვანელობით.” – ვკითხულობთ მათ ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი