კინო

ჰოლივუდელი კინომწარმოებლები საქართველოში გადასაღებ ლოკაციებს შეარჩევენ

საქართველოს ჰოლივუდის პროდიუსერები და ლოკაციის მენეჯერები სტუმრობენ. პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ისინი, გადაღების თვალსაზრისით, ქვეყნის პოტენციალს შეისწავლიან.

ერთი კვირის განმავლობაში, სტუმრები მოინახულებენ საბჭოთა კავშირის პერიოდის და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. ამერიკელი კინომწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქს უკვე ეწვივნენ, რაც შეეხება თბილისის ტურს, დედაქალაქს ისინი 29 სექტემბერს დაათვალიერებენ და რამდენიმე ლოკაციას შეარჩევენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მყოფმა ლოკაციის მენეჯერებმა სხვადასხვა დროს ისეთ ფილმებზე იმუშავეს როგორებიცაა Pretty Woman, Shutter Island, The Aviator, The Princess Diaries და ა.შ.

 

კომენტარები

კომენტარი