შემოქმედებითი ინდუსტრიები

რობოტმა სტომატოლოგიური ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარა

ჩინეთში, მსოფლიოში პირველად რობოტმა დამოუკიდებლად, ადამიანების დახმარების გარეშე სტომატოლოგიური ოპერაცია ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ 1 საათიან ოპერაციას ექიმებიც ესწრებოდნენ, რობოტს მათი დახმარება არ დასჭირვებია. ადგილობრივი მედიის ცნობით, რობოტმა წარმატებით შეძლო პაციენტისთვის 3D ტექნოლოგიით შექმნილი ორი იმპლანტის ჩასმა.

აღნიშნული რობოტი პეკინის უნივერსიტეტისა და სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. რობოტის შექმნის მიზანი ოპერაციების დროს ექიმების დახმარება და იმ შეცდომების თავიდან არიდება იყო, რომელსაც ადამიანები ოპერაციისას უშვებენ.

2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, 144 შეხვედრაში პაციენტების სიკვდილი სწორედ ოპერაციის დროს რობოტების გამოყენებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი