კინო

ქართულ ანიმაციურ ფილმს 185 კინოთეატრში აჩვენებენ

ქართულ ანიმაციურ ფილმს “ჯიბის კაცს” მაყურებელი 185 კინოთეატრში იხილავს . აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“ჯიბის კაცი” 80 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული.

პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომლის შექმნაზეც ახალგაზრდა ქართველმა ილუსტრატორმა ანა ჩუბინიძემ იმუშავა და მისი ქრონომეტრაჟი შვიდი წუთია.

ფილმი პატარა კაცის, ედგარის ისტორიას გვიყვება, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს, რომელსაც უსინათლო ადამიანი გახსნის და შიგნით ედგარს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი განუყრელი მეგობრები ხდებიან, პატარა კაცი კი მეგობრის ჯიბეში გადასახლდება.

ანა ჩუბინიძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ჯილდოს მფლობელია.

“ჯიბის კაცი“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა და ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. ანიმაციური ფილმის საერთაშორისო პრემიერა კი ნიუ-იორკში შედგა.

კომენტარები

კომენტარი