კინო კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი დასრულდა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც შავი ზღვისპირა ქალაქში 17 სექტემბრიდან მიმდინარეობდა, გუშინ ოფიციალურად დასრულდა.

ბიაფის გრან-პრი სერგეი ლოჟნიცას ფილმმა “ნაზმა არსებამ” მოიპოვა.

სპეციალური გაჟღერების” პრიზით კინოფესტივალის ჟიურიმ ორი მხატვრული ფილმი დაასახელა: მარიამ ხიჭვანის “დედე” და სალი პოტტერის “წვეულება” (დიდი ბრიტანეთი).

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი მერაბ ნინიძეს გადაეცა. საუკეთესო მსახიობ ქალად ეჩემ უზუნი დასახელდა.მსახიობი მთავარ როლს თურქი რეჟისორის, იეშიმ უსტაოღლუს ფილმში “შუქჩრდილი”თამაშობდა .

მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი ირანელმა რეჟისორმა მოჰსენ მახმალ-ბაფმა მიიღო.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად ჩინელი რეჟისორის ქიუ იანგის “ნაზი ღამე” დასახელდა.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში 30-ზე მეტი ქვეყნიდან 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენეს.

კომენტარები

კომენტარი