კინო

ხვალ “ჩემი ბედნიერი ოჯახის“ ჩვენება გაიმართება

ხვალ, 26 სექტემბერს, ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი“
ჩვენება გაიმართება. კინოთეატრ ამირანში დაგეგმილ სეანსზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება, დასწრება შესაძლებელია
მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის. ჩვენების შემდეგ კი, 13:00 საათზე, დაგეგმილია პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ფილმის რეჟისორები და მსახიობები.

ნანა & სიმონის ფილმის ხილვა მსურველებს საქართველოს კინოთეატრებში 28 სექტემბრიდან შეეძლებათ. ახალ ქართულ სურათს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები

კომენტარი