კინო

დღეს ბათუმის კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება

24 სექტემბერს, 18.00 სთ.-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ბათუმის კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია.

დახურვის ცერემონიაზე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის საერთაშორიოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ფილმებს.

კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა ცნობილ ირანელ კინორეჟისორს – მოჰსენ მახმალბაფს.

შეგახსენებთ, რომ კინოფესტივალი ბათუმში 17 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი