კინო

პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების წარმოების მიზნით იდეების სივრცე შეიქმნა

პირველი არხის ახალი პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების წარმოების მიზნით შეიქმნა იდეების სივრცე -ვებ პორტფელი, სადაც ნებისმიერ ქართველდოკუმენტალისტს შეუძლია საპროექტო წინადადების, იდეის წარდგენა.

ვებ პორტფელის აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. ავტორი ან ავტორები ელექტრონული სახით გაგზავნიან საპროექტო წინადადებების პაკეტებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მათგან საუკეთესოებს აარჩევს.

შერჩეული პროექტების ავტორებთან კვლევისა და პროექტის შემდგომი განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოეწყობა გასაუბრება. კვლევის შედეგად იქმნება პროექტის სცენარი, ბიუჯეტი და წარმოების კალენდარული გეგმა.

საუკეთესო პროექტებს ქართული კინოპროდუქციის შერჩევისა და მონიტორინგის სამსახურისა დამედიაწარმოების დირექტორები გამოავლენენ.

პრეზენტაცია ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალ Biaff-ის ფარგლებში გაიმართა.

1TV.GE

კომენტარები

კომენტარი