კინო

რომის პაპმა მხატვრულ ფილმში ითამაშა

კინოში რომის პაპ ფრანცისკეს დებიუტი შედგა. ის მხატვრულ ფილმში “მზის მიღმა“ საკუთარ თავს განასახიერებს. ფილმში მოთხრობილია ბავშვებზე, რომლებიც ღმერთს ეძებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ფილმის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არგენტინელ ბავშვებს მოხმარდება, რომლებიც გაჭირვებულ ოჯახებში იზრდებიან. თავად 80 წლის პონტიფიკოსი წარმოშობით არგენტინიდან არის.

ფილმი უკვე გააგზავნეს ვატიკანში, სადაც მისი პრემიერა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი