სტილი, დიზაინი

ქართველი მოდელი, რომელმაც “Gucci” გააოცა

ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე “გუჩის” ექსკლუზიური მოდელი გახდა. მილანის მოდის კვირეულზე, GUCCI-ს გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, მარიშა ურუშაძე ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გამოვიდა.

მოდის კვირეულზე მოდელს არ აქვს უფლება სხვა ბრენდების ჩვენებებში მიიღოს მონაწილეობა.

ექსკლუზივი მხოლოდ მილანის მოდის კვირეულს მოიცავს და არ შეეხება სხვა მოდის კვირეულებს, ანუ მარიშას უფლება აქვს პარიზში სხვა დიზაინერების ჩვენებებშიც მიიღოს მონაწილეობა.

 

კომენტარები

კომენტარი