კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

რუსეთის კომუნისტური პარტია სტალინის შესახებ ფილმის დაუყონებლივ აკრძალვას ითხოვს

რუსეთის პარლამენტში უმრავლესობით მე–2  კომუნისტური პარტია კატეგორიულად მოითხოვს არმანდო იანუჩის ფილმის „სტალინის სიკვდილი“ აკრძალვას, იმ მიზეზით, რომ იგი საბჭოთა ბელადის დისკრედიტაციას ახდენს.

კომუნისტური პარტიის სპიკერმა ალექსანდრ იუშჩენკომ „РИА Новости“–სთან  განაცხადა, რომ ფილმი ზიზღის აღმძვრელია და იმედოვნებს, რომ კულტურის მინისტრი, რომლის კომპეტენციაა ფილმებზე ლიცენზიის გაცემა, „სტალინის სიკვდილს“ აკრძალავს.

პარტიის მეორე ლიდერის, სერგეი ობუხოვის თქმით, ფილმი ფსიქოლოგიურად რუსეთისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ განაწყობს მნახველს.

აღსანიშნავია კულტურის მინისტრის პოზიცია: „ეს საკითხი განიხილება კრიტიკულად და გაირკვევა უნდა რეალიზდეს თუ არა ეს ფილმი რუსეთში“ – განაცხადა მინისტრმა

შეგახსენებთ, რომ ფილმი აღწერს 1953 წლის პერიპეტიებს, საბჭოთა დიქტატორის სტალინის უკანასკნელ დღეებს და მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ბრძოლას მისი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და სრულ ქაოსს, რომელიც იმ პერიოდში მძვინვარდებდა

დეტალური ინფორმაცია ფილმის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

 

კომენტარები

კომენტარი