კინო

„შინდისის“ მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა

ქართული ფილმის „შინდისის“ გადაღებები დაიწყო. ფილმის მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა.

მძიმე ტექნიკითა და პიროტეკნიკით გაფორმებულ სცენებზე ჯგუფი მეხუთე დღეა მუშაობს. კინოსურათის საკვანძო ნაწილის დასრულება ამ ადგილას 25 სექტემბერს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც გადასაღები მოედანი ფილმის მთავარი გმირის, „ახმეტას“ ეპიზოდების გადასაღებად კასპის რაიონის სოფელ მეტეხში გადაინაცვლებს. 

გადაღებების მოსამზადებელი პერიოდი გასულ თვეს დაიწყო, როდესაც მსახიობთა 20-კაციანი შემადგენლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორი კვირით საცხოვრებლად შევიდა.

მხატვრულ ფილმს ირაკლი სოლომონაშვილის სცენარით, რომელიც 2008 წელს მომხდარ, რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ეყრდნობა, რეჟისორი დიტო ცინცაძე იღებს.

ფილმის გადაღების იდეა, პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, რომელსაც შინდისის გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლი აქვს გადაღებული.

შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო, თუმცა საპროდიუსერო ჯგუფს ფილმის დასასრულებლად ეს თანხა არ ჰყოფნის. ფილმის ბიუჯეტი, რომელიც საპროდიუსერო ჯგუფმა გაწერა, 2 მილიონ ლარს შეადგენს.

შინდისის გმირების შესახებ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

 

კომენტარები

კომენტარი