კინო

სერიალ Narcos-ის ლოკაციის მენეჯერი გარდაცვლილი იპოვეს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნეტფლიქსის სერიალ “Narcos”-ის ლოკაციის მენეჯერი, კარლოს მუნიეს პორტალი მექსიკაში მოკლული იპოვეს. როგორც გაირკვა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს.

კარლოსის ცხედარი 10 სექტემბერს აღმოაჩინეს, თუმცა მისი მკვლელობის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

თანამშრომლის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა ნეტფლიქსიც, თუმცა კომპანია ამბობს, რომ მათთვის მკვლელობის დეტალები უცნობია და შესაბამის ინფორმაციას სამართალდამცველებისგან ელიან.

კომენტარები

კომენტარი