კინო

სერიულ მკვლელზე სერიალის გადასაღებ მოედანზე რეალური გვამი იპოვეს

დიდ ბრიტანეთში სერიულ მკვლელზე სერიალის გადასაღებ მოედანზე რეალური გვამი იპოვეს.

საქმე ეხება სერიალ Rellik-ს, რომელსაც BBC იღებს. პოლიციამ აღმოსავლეთ ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში, სადაც ამ სერიალის გადასაღები მოედანი ეწყობოდა, ადამიანის გვამი აღმოაჩინა.  გადამღები ჯგუფი მოვიდა, რომ „მიცვალებულის“ სცენა გადაეღოთ, მაგრამ პოლიციამ ისინი არ შეუშვა, რადგან ამ ადგილას მართლა მოხდა მკვლელობა.

„ეს იყო უცნაური, რეალობა სცენარში აირია“ , – თქვა მსახიობმა ჯოზეფ პატერსონმა Mirros-თან ინტერვიუში, მთავარი როლის შემსრულებელმა ამ სერიალში.

 

სერიალის სახელი Rellik გამომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან Killer (მკვლელი), რომელიც უკუღმა სწორედ ასე იკითხება. სერიალის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 11 სექტემბერს შედგა.

კომენტარები

კომენტარი