კინო

“ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვინციაში ცხოვრობს” – დღეს სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა

დღეს სესილია თაყაიშვილს 111 წელი შეუსრულდებოდა. დიმიტრის ასული 1906 წელს დაიბადა ქალაქ ბათუმში. მამა – დიმიტრი თაყაიშვილი გახლდათ თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. დედა – მარიამ თაყაიშვილი.

სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის ,,მოგზაური დასის” ერთერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა “ყვავილთა შორის”. ერთ-ერთი ყვავილის როლზე მან მიიწვია დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა სესილია. სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.

სხვა ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ის, რომ სესილია თაყაიშვილი ლეგენდარული როკ–ჯგუფის Pink Floyd-ის ერთ–ერთ კლიპში გადაიღეს. კადრი სულ რამდენიმე წამია, თუმცა შინაარსობრივად პროდუქტიული, რადგან მსახიობის შეშინებული თვალები მრავლისმთქმელია.

ერთ–ერთი გავრცელებული მოსაზრებით, როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას შესრულებული როლები უნახავს უთქვამს: “ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვინციაში ცხოვრობს.”

მეორე მოსაზრება როჯერ უოთერსის სახელთანაა დაკავშირებული, 1970–იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, მათ შორის, სესილიაც მოხვდა, სამწუხაროდ,  როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოთერსს ძალიან მოსწონებია მისი მეტყველი სახე და ამიტომაც გამოუყენებიათ იგი კლიპში.

არსებობს კიდევ მესამე მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ისევ და ისევ როჯერ უოთერსს თენგიზ აბულაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს. ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ, დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

“არტნიუსი” გთავაზობთ სესილიას ფილმოგრაფიას:

* 1945 — „ჭირვეული მეზობლები“
* 1948 — “ქეთო და კოტე”
* 1956 — “ხინჯი”
* 1956 — “ჩრდილი გზაზე”
* 1957 — “ჩვენი ეზო”
* 1958 — “უკანასკნელი საბუდარელი”
* 1958 — “სხვისი შვილები”
* 1962 — “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”
* 1963 — “თოჯინები იცინიან”
* 1965 — “ჯილდო” (ნოველა კინოალმანახში “წარსულის გვერდები”)
* 1965 — “პიერი — მილიციის თანამშრომელი”
* 1965 — “მე ვხედავ მზეს”
* 1966 — “უკაცრავად, თქვენ სიკვდილი გელოდებათ”
* 1967 — “მალე გაზაფხული მოვა”
* 1968 — “ქალაქი ადრე იღვიძებს”
* 1969 — “არ იდარდო!”
* 1969 — “ფილატელისტის სიკვდილი”
* 1969 — “დიდოსტატის მარჯვენა”
* 1970 — “საზღვრები”
* 1970 — “დაისი”
* 1970 — “ჩემი ქალაქის ვარსკვლავი”
* 1972 — “როცა ნუში აყვავდა”
* 1972 — “ნერგები”
* 1972 — “ძველი მეზურნეები”
* 1973 — “ძახილი”
* 1975 — “არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ”
* 1976 — “Городок Анара”
* 1977 — “Берега”
* 1977 — “ნატვრის ხე”
* 1984 — “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”

 

კომენტარები

კომენტარი