არტ მენეჯმენტი ვიზუალური ხელოვნება

3 ოქტომბრიდან ბოტიჩელის ”ვენერას” ხილვა თბილისში შეგეძლებათ

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქალაქ ტურინის საბაუდას გალერეაში დაცული მსოფლიო მნიშვნელობის შედევრის, სანდრო ბოტიჩელის ”ვენერას” გამოფენა გაიხსნება. აღნიშუნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოფენა 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ტილოს ტრანსპორტირებასა და ექსპოზიციაზე კომპანია Associazione Culturale Metamorfosi` (ასოციაცია მეტამორფოზა) იზრუნებს. გამოფენის გამართვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს, ხოლო დახურვა 30 ნოემბერს აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებას ემთხვევა.

გამოფენა იმ კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართება. ”ვენერას” გარდა, პროგრამა ითვალისწინებს კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციისა და ლეონარდო და ვინჩის ”ფრინველების ფრენის კოდექსის” თბილისში გამოფენას.

კომენტარები

კომენტარი