სტილი, დიზაინი

ნიუ-იორკის მოდის კვირეული დასრულდა

ნიუ-იორკის მოდის კვირეული, რომელიც მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა  მარკ ჯეიკობსმა დახურა.

ჯეიკობსის ჩვენებაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მოდელები, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი და კენდალ ჯენერი.

კოლექციის თემა არაბული ღამეები იყო. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები დიზაინერმა ძვირფასი თვლებით მოქარგული არაბული, ფერადი თავსაბურავების სახით წარადგინა.

მსოფლიოს ოთხ მთავარ: ლონდონის, ნიუ-იორკის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებს ტრადიციულად ნიუ-იორკი ხსნის ხოლმე.

ნიუ-იორკის მოდის კვირეული წელს, ამერიკელი დიზაინერის ტომ ფორდის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი