ვიდეოები

BBC: დრონით გადაღებული მექსიკა 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

“არტნიუსი” გთავაზობთ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც დრონით გადაღებული მექსიკაა ნაჩვენები.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ  მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, მექსიკა-გვატემალას საზღვართან ახლოს, წყნარ ოკეანეში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ მეხიკოდან ათასი კილომეტრის მოშორებით იყო, თუმცა ძლიერი ბიძგები მაინც იგრძნობოდა. მიწისძვრის შემდეგ ჩაირთო ცუნამის განგაშის სიგნალი, საჭირო გახდა სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. მექსიკის გარდა, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა გვატემალასა და სალვადორში.

კომენტარები

კომენტარი