საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბურჭულაძე რუსული თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი გახდა

ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე ახალი სეზონიდან მიხაილოვსკის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომღერალმა “Российская газета”-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში საუბარი რუსულ-ქართულ ურთიერთობებსაც შეეხო. ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საჭირო მცდელობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ხიდების აგების მიზნით.

ქართველი მომღერალი, რომელსაც, არც თუ დიდი ხნის წინ, წარუმატებელი პოლიტიკური კარიერაც ჰქონდა, თანამდებობაზე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ “მიხაილოვსკის თეატრი” ახალ სეზონს როსინის “სევილიელი დალაქით” ხსნის, სადაც ცნობილი ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე, დონ ბაზილიოს პარტიით გავა სცენაზე.

 

კომენტარები

კომენტარი