საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“საირმე 2017”-ის დახურვაზე ანსამბლი “ბასიანი” წარდგება

10 სექტემბერს, 5 საათზე, მუსიკალური ფესტივალი “საირმე 2017”-ის ანსამბლი “ბასიანი” დახურავს – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ღონისძიებიდან ვიგებთ.

დღიდან დაარსებისა, ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში, გამოსცა კომპაქტ დისკები, გამართა ასეულობით კონცერტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ექსპედიციებითა კონცერტებით მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონები, საკონცერტო ტურნეები გამართა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მონაწილეობა მიიღო სახელგანთქმულ საერთაშორისო ფესტივალებში და წარმატებით წარსდგა მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე. ანსამბლმა სამჯერ იმოგზაურა შეერთებულ შტატებში (2010, 2012 და 2016წწ) და კონცერტები გამართა სახელგანთქმულ დარბაზებში.

ანსამბლის წევრები:
გიორგი დონაძე სამხატვრო (ხელმძღვანელი)

ზურაბ წკრიალაშვილი (დირექტორი)
გიორგი გაბუნია, ელიზბარ ხაჩიძე, ირაკლი ტყვაცირია, თორნიკე მერაბიშვილი, პაატა ცეცხლაძე, სერგო ურუშაძე, ზვიად მიჩილაშვილი, ბათუ ლომინაძე, ლაშა მეტრეველი, გიორგი მექვაბიშვილი, ზურაბ მექვაბიშვილი, ზაზა ბაჩილავა, ზაზა ზურიაშვილი

საკონცერტო რეპერტუარი:

პირველი განყოფილება

1. კახური მრავალჟამიერი – კახური სუფრული.
2. ორირა – გურული მგზავრული.
3. ბიბა – სვანური სახუმარო
4. ჭონა – ქართლური სარიტუალო. თორნიკე მერაბიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი
5. რაჭული მაყრული – რაჭული საქორწილო
6. შთახედ შენ – პასექის VI სძლისპირი, გელათის სკოლა
7. საშოთ მთიებისა – შობის შესლვადი, შემოქმედის სკოლა (გადმოცემული არტემ ერქომქიშვილის მიერ)
8. ტურფანი სხედან ჩარდახსა – კახური სუფრული
9. ვეენგარა – მეგრული ნანა. სოლისტები: ირაკლი ტყვაცირია, პაატა ცეცხლაძე, ლაშა მეტრეველი. ჩონგური: გიორგი დონაძე
10. ოდოია

მეორე განყოფილება

11. წმიდაო ღმერთო
12. სვანური ფერხული
13. სიმღერა სნოზე – ავტორი: ანზორ ერქომაიშვილი; ლექსი: დეკანოზი თავმას ჩოხელი. სოლისტი: ზვიად მიჩილაშვილი
14. განდაგანა ვოისათი – აჭარული საცეკვაო. ჭიბონი: ელიზბარ ხაჩიძე; ჩონგური: ზურაბ წკრიალაშვილი
15. წინწყარო
16. ხასანბეგურა – გურული ისტორიული
17. ასე ჩონგური – მეგრული საჩონგურო
18. ჩაკრულო – კახური სუფრული
19. ჩოჩხათურა – გურული ნადური, შრომის.
20. გაზაფხული

 

კომენტარები

კომენტარი