საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ელტონ ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონცერტი გადაიდო

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში წელს აღარ გაიმართება და ისინი 2018 წლის 30 ივნისისა და პირველი ივლისისთვისაა გადადებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს SOLO-ში განუცხადეს. მათი თქმით, შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და ეს მომავალ წელს ელტონ ჯონის ერთადერთი კონცერტი იქნება ევროპაში.  მათივე ინფორმაციით, კონცერტები  ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ 16-17 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

16 სექტმებრის ბილეთების მფლობელები 30 ივნისის კონცერტზე დაიშვებიან, ხოლო შესაბამისად, 17 სექტემბრის ბილეთები პირველი ივლისით ჩანაცვლდება.

როგორც Solo-ში განმარტეს, სურვილის შეთხვევაში , 2017წლის  20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეეძლებათ, დააბრუნონ ბილეთები და მისი საფასური მიიღონ.

ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი