საშემსრულებლო ხელოვნება

მოძრაობის თეატრში ჯემალ ქარჩხაძის “იგი” დაიდგა

21-22 სექტემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, მოძრაობის თეატრში მე-20 საუკუნის ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის ჯემალ ქარჩხაძის ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ნაწარმოების “იგი” მიხედვით სპექტაკლი გაიმართება.

სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა. (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

ინსცენირებას იოსებ ბაკურაძეს წარურძღვა. სპექტაკლის რეჟისორი კახა ბაკურაძეა, მუსიკალური გაფორმება სანდრო  ნიკოლაძეს, ხოლო ქორეოგრაფიული ლაშა რობაქიძეს ეკუთვნის. მეთოჯინედ კი ირაკლი ხოშტარია გვევლინება.

ბილეთის ფასი 15 ლარს შეადგენს.

მისამართი:
Movement Theatre / მოძრაობის თეატრი
დ. აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშტაიდის ბაღი

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

კომენტარები

კომენტარი