საშემსრულებლო ხელოვნება

მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს.

“არაჩვეულებრივი კაცი, საოცრად თბილი და სიკეთით სავსე, ბატონი კოტე თოლორაია გარდაიცვალა, პანაშვიდი 8,9 სექტემბერს ქავთარაძის 17 დაკრძალვა კვირას (ეკლესია ზუსტდება)” – წერს დიმიტრი

კოტე თოლორაია 1926 წელს დაიბადა, მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია 1949 წელს დაამთავრა. ის ათეულობით წელი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იარის საქართველოს დამსახურებული არტისტი. მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში.

კომენტარები

კომენტარი