საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

შალიკაშვილის თეატრი და “სუხიშვილები” კვიპროსში ღონისძიებას ერთად გეგმავს

შალიკაშვილის თეატრი და “სუხიშვილები” კვიპროსში ღონისძიებას ერთად გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას შალიკაშვილის თეატრის “facebook”-ის ვებგვერდიდან ვიგებთ.

13- 15 სექტემბერს, კვიპროსში, გაიმართება ქართული კულტურის დღეების რიგით მეორე ფესტივალი, რომელშიც შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ახალგაზრდული თაობა.

“ჩვენი თეატრის პროგრამა აწყობილია ქართულ მოტივებზე, სადაც მკაფიოდ ჩანს, ქართული პანტომიმის სტილი,
ეს იქნება პირველი ერთობლივი პროექტი სუხიშვილებთან ერთად” – აცხადებს თეატრი

რაც შეეხება პროგრამას, წარმოდგენები გაიმართება:                                                                                                                   13 სექტემბერი – ლიმასოლი
14 სექტემბერი – პაფოსი
15 სექტემბერი – ნიქოზია
დასაწყისი 21:00 საათზე

კომენტარები

კომენტარი