საშემსრულებლო ხელოვნება

დღეს როჯერ უოთერსის დაბადების დღეა (ინტერვიუ)

დღეს ინგლისელი როკ-მუსიკოსის, ვოკალისტის, ბას-გიტარისტის, სიმღერების ავტორისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული ჯგუფის “პინკ ფლიდის” წევრისა და ლიდერის როჯერ უოთერსის დაბადების დღეა. მას 74 წელი შეუსრულდა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც “Pink Floyd”-ის ფლაგმანი საუბრობს საკუთარი თავისა და ჯგუფის შესახებ. ინტერვიუ ჩაწერილია მოსკოვში, 2011 წლის კონცერტის წინ)

– მისტერ როჯერს, 90-იანი წლების დასაწყისში თქვენ განაცხადეთ, რომ იყავით საუკეთესო კომპოზიტორი მსოფლიოში. ახლაც ასე ფიქრობთ?

– რას ამბობთ?!  მე ზუსტად ვიცი, რომ არასდროს მსგავსი არაფერი მითქვამს. ვინ გითხრათ თქვენ ეს?

-ჩვენ გვაქვს წყარო…

– ეს უბრალოდ საშინელებაა, მეტი რა შემიძლია ვთქვა

-ნუ, ამას ხალხის ლაპარაკი და ჭორები მოჰყვა, რას იტყვით ამ ფაქტზე?

– ეს ხალხის უფლებაა ილაპარაკონ, რაც სურთ, მაგრამ მე გარწმუნებთ, არასდროს მითქვამს მსგავსი რამ. რაც შეეხება საქმისადმი ჩემს დამოკიდებულებას, ის ნორმის ფარგლებშია, ხოლო მსმენელის საქმეა დაასკვნას,
გენიალურია ეს მუსიკა თუ არა, მე ვმუშაობ მსმენელზე.

– არადა საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ საკუთარ მუსიკაზე?

– მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეს საკმაოდ ხარისხიანად
ვაკეთებ.

-ამბობენ, რომ მომღერალი პინკი ცოლად მიყვება ადამიანს, რომელსაც ჰქვია ფლოიდი.ანუ გამოდის პინკის და ფლიოდის კავშირი და რომ ამის გამო, თქვენ აპირებთ მათ უჩივლოთ.

– ეს მორიგი ნონსენსია. თქვენ კვლავ მიყვებით ისტორიას, რომლის შესახებ მე არაფერი მსმენია.

-გყავთ თუ არა საყვარელი შემსრულებლები, ჯგუფები? გსმენიათ რომელიმე რუსული ჯგუფის ან მომღერლის შესახებ?

– არავის რუსული შოუ -ბიზნესიდან არ ვიცნობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მყავს საყვარელი შესმსრულებლები. მაგალითად ჯო კოკერი. მას შესანიშნავი ხმა აქვს! ასეთივე შესანიშნავი ხმა აქვთ ბრაიან ადამსს, ლორენ ჰილს. მე უფრო მეტად მომწონს მომღერალი კომპოზიტორები-ისინი, ვინც წერენ და მღერიან კიდეც, და არა უბრალოდ ისინი, ვისაც მხოლოდ კარგი ხმა აქვს. თუ კი გადავწყვეტ, პოპ-მუსიკის მოსმენას, მაშინ უპირატესობას ვანიჭებ ნილ იანგს, ენდი ნიუმანს, ბობ დილანს-მათ, ვისაც უბრალოდ შესანიშნავი ხმის ტემბრი აქვთ.

– მისტერ როჯერ, როგორი გრძნობაა იყო ლეგენდა და მილიონობით ადამიანის კერპი?

– როდესაც სცენაზე ვდგავარ და ვგრძნობ პუბლიკას, ეს დიდებული გრძნობაა, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ აღფრთოვანებული ვარ საკუთარი თავით. მე ვტკბები მხოლოდ პუბლიკის რეაქციით.

– თქვენ ეთანხმებით მოსაზრებას რომ „კედელი“ თქვენი კარიერის
ყველაზე წარმატებული პროექტი იყო?

– დიახ, ეს ასეა

– არის სურვილი, რომ შექმნათ რაიმე მსგავსი კიდევ ერთხელ?

– ვაპირებ ჩავწერო ახალი როკ ალბომი, ვმუშაობ ოპერაზე, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას ეძღვნება, ასე რომ, საქმე თავზე საყრელად მაქვს

მისტერ როჯერს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ არ
გახდეს „კიდევ ერთი აგური კედელში“

– ჩემი მიდგომა ასეთია, უბრალოდ უნდა უსმინოთ საკუთარ
გრძნობებს და მიჰყვეთ მას, თუ კი ეს შასაძლებელია, რა თქმა უნდა.ჩემი ვაჟი ახლა ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს.ის გამგზავრებისას იყო ძალიან დათრგუნული, ვერ ხედავდა აზრს ცხოვრებაში. ეს იყო ოთხი წლის უკან. ის აპირებდა სწავლის მიტოვებას, მაგრამ ამავე დროს აბრკოლებდა შიში, რომ ამით დედამისს გაანაწყენებდა. მაშინ მე მას ვუთხარი: „ცხოვრებაში არსებობს ორი არც თუ იოლი რაღაც:ერთი ესაა ის, რომ ძალიან რთულია მიხვდე, რას გრძნობ სინამდვილეში.უნდა იმოგზაურო შიგნით და მოიშორო ყველაფერი
ზედმეტი, რაც საკუთარი გრძნობების დანახვაში გიშლის ხელს. როდესაც აღმოაჩენ ნამდვილ გრძნობას, შენ
დაიწყებ ცხოვრებას, ხელმძღვანელობას მისით. მეორე – უნდა გახსოვდეს, რომ ეს ადვილი არაა“
შვილმა მკითხა, თუ რა მქონდა მხედველობაში. მე ვკითხე მოსწონდა მას ამ უნივერსიტეტში
თუ არა. მიპასუხა, რომ არ მოსწონდა. მაშ რას აკეთებ აქ, იყო ჩემი კითხვა. ის ცოტა დაფიქრდა:
კი მაგრამ დედა… მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რას
გრძნობს დედა, არამედ იმაზე თუ რას იგრძნობს თავად, თუ კი სწავლას მიატოვებს. მხოლოდ ამის
შემდეგ შეგვიძლია გავარკვიოთ, სწორად მოიქეცი თუ არა შენ, ვუთხარი ბოლოს მას, აი ჩემი
პასუხი თქვენს კითხვაზე. მე ვფიქრობ, ეს იყო კარგი რჩევა მისთვისაც, ჩემთვისაც და ნებისმიერი
ადამიანისთვისაც.

– რიჩარდ ბლექმორმა დაიწყო ძალიან უცნაური მუსიკის კეთება, თქვენი კარიერა „ფლოიდის „შემდეგ კი თითქმის იმავე სტილის მუსიკით გააგრძელეთ.უცნაურად არ გეჩვენებათ რომ ათეულობით წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც არის სიტყვა „როკის” სიმბოლო, იწყებს შუასაკუნეების მუსიკის კეთებას, როგორც ეს ბლექმორს დაემართა?

– ბლექმორი? ეს ვინაა, „deep purple” ყოფილი წევრი? მე არანაირი კომენტარის გაკეთება არ მსურს ამაზე. მე არ ვუსმენ ფარფლს, და საერთოდ პაპსას.

– გულს ხომ არ გტკენთ ის ფაქტი, რომ მსმენელი ისევე არ რეაგირებს თქვენს ახალ კომპოზიციებზე, როგორც პინკებისაზე?

– უცნაურიამ მაგრამ მთელს მსოფლიოში მსმენელი უდიდეს
ინტერესს ამჟღავნებს ჩემი სოლო მუსიკისადმი. შესაძლებელია მოსკოვში სხვაგვარად იყოს, არ
ვიცი აქაური მსმენელის დამოკიდებულება ჩემი მუსიკისადმი. ვფიქრობ,აქაური მსმენელი ისეთივე
ემოციონალურად შეაფასებს ჩემს ახალ სიმღერებს, როგორც
პინკებისას.

მისტერ როჯერს, რას ელოდებით მოსკოვის კონცერტიდან?

– კონცერტზე იქნება 60 % პინკ ფლოიდის და 40 % უოტერსის მუსიკა. ყველა ეს მუსიკა მხოლოდ ჩემი დაწერილი არაა, ზოგიერთი მათგანის შექმნაში ჯგუფის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. ვნახოთ რა გამოვა, მე მსმენია, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვში დაიწყეს როკ-ენ-როლის მოსმენა, სცენასთან ყველაზე ახლოს ხვდებოდნენ
V.I.P პერსონები, ხოლო დანარჩენი ადამიანები დარბაზის სიღრმიდან ისმენდნენ. ასე რომ ისინი, ვინც ახლოს იდგნენ გრძნობდნენ თავის განსაკუთრებულობას და არა თავად მუსიკას, ხოლო ნამდვილად წრფელი და დამფასებელი მსმენელის რეაქციები რჩებოდა შემსრულებლისგან ძალიან შორს .იმედი მაქვს ახლა ეს ასე აღარაა და ყველაფერი შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი