საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა ოქტომბრისთვის გადაიდოს

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა  ოქტომბრისთვის გადაიდოს. კონცერტის გადადების მიზეზი  ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.  აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებელი “საქართველოს ბანკსა” და “ისტერნ პრომოუშენს” დაუკავშირდა, თუმცა მათ  კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტები “ბლექ სი არენაზე” 16-17 სექტემბერს არის დაგეგმილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა ელტონ ჯონის კონცერტი 16 და 17 სექტემბერს.

კომენტარები

კომენტარი