კინო

კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმს ჩინეთში აუჯანყდნენ

კრისტოფერ ნოლანის ეპიკურმა ფილმმა „დიუნკერი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომზეა, მსოფლიო მასშტაბით რეზონანსი გამოიწვია, თუმცა ჩინეთმა ფილმს ბოიკოტი გამოუცხადა.

ფილმის ჩვენება 1 სექტემებერს შედგა და როგორც “Global Times” ავრცელებს, ჩინელი კინომოყვარულები ფილმს თავიდანვე საეჭოდ უყურებდნენ.

ცხადი ერთი რამაა, რომ ჩინელმა მაყურებელმა ფილმი ისე ვერ მიიღო, როგორც დასავლურმა აუდიტორიამ. სადავო თემა გენერალი ალექსანდერ ჰაროლდი გახდა, რომელიც მასობრივ ევაკუაციას ხელმძღვანელობდა და რომელიც გმირად იყო წარმოჩენილი. დიდ ბრიტანეთში მეომარ გმირს ხმაურით შეხვდნენ, ჩინელ მაყურებელში კი მან კრიტიკა დაიმსახურა. მაყურებლის აზრით, გენერალი პასუხისმგებელია იმ სამხედრო ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც ჩინელებმა უკან დაიხიეს ბურმადან ინდოეთში 1942 წელს, რასაც შედეგად ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი