საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსს აცხადებს

რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსს აცხადებს. – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.   

„თეატრალური ხელოვნების განვითარება და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა წარმოადგენს. შერჩეულ პირებს კი რუსთაველის თეატრი 139-ე სეზონზე ექსპერიმენტულ სცენას დაუთმობს, სადაც კონკურსანტებს საშუალება ექნებათ სპექტაკლზე დამოუკიდებლად იმუშაონ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე რეჟისორებს, რომლებიც წარადგენენ ქართული ან უცხოური თანამედროვე პიესების ანალიზს. მონაწილემ უნდა წარადგინოს შერჩეული ქართული ან უცხოური თანამედროვე პიესა და მისი ანალიზი. განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი.” -აღნიშნულია რუსთაველის თეატრის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი