საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება

ეთნომუსიკოლოგიის სემინარი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 5-9 სექტემბერს ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს — ESEM–2017 უმასპინძლებს. 

„ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი — ESEM–2017 ჩვენი კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს სემინარი დასტურია იმისა, რომ ჩვენ უკვე ვართ დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ქართული ეთნომუსიკოლოგიის დაახლოების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეს კი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”, — ნათქვამია კონსერვატორიის   მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სემინარიის თემაა „ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში”. ESEM–2017 ტარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილეს ფარგლებში.  ქათამაძე და ანსამბლი “რუსთავი” ზარას ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას სემინარში მონაწილეობს 51 (მათ შორის 8 ქართველი) მეცნიერი მსოფლიოს 19 ქვეყნიდან.

სემინარის ფარგლებში დაგეგმილია ქართული და იტალიური ტრადიციული მუსიკის კონცერტი, რაჭული და გურული სიმღერის ვორკშოფები სემინარის მონაწილეებისთვის. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც, მოინახულებენ ანანურსა და მცხეთას.

ESEM-2017-სთვის მზადება გასული წლის ბოლოდან მიმდინარეობს, შეიქმნა ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ცენტრის დირექტორი, პროფესორი რუსუდან წურწუმია ხელმძღვანელობს.

 

კომენტარები

კომენტარი