საშემსრულებლო ხელოვნება

ელენე მაცხონაშვილი: “ჩემი კუთვნილი თოჯინები მძევლად აიყვანეს”

თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძვღანელი ელენე მაცხონაშვილი დღეს, 5 საათზე კანცელარიასთან აქციას გამართავს. – ამის შესახებ ინფორმაციას ელენეს ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ.

აქცია თეატრალიზებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, თავისი კუთვნილი თოჯინები მძევლად აიყვანეს.

“არტნიუსთან” საუბრისას ელენემ განაცხადა: “მეხუთე დღეა უშედეგოდ ვცდილობ პირადად ჩემი კუთვნილი თოჯინების გამოტანას თეატრის სარეკვიზიტორო ოთახიდან. რეკვიზიტორმა ოთახი ჩაკეტა, გასაღები წაიღო და ტელეფონი გამორთო.”

შეგახსენებთ, რომ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კი გიორგი სიხარულიძე დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უკვე მოაწერა.

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ცვლილების მეთოდს თეატრის თანამშრომლები არ ეთანხმებიან და პერმანენტული აქციებით გამოხატავენ პროტესტს.

კომენტარები

კომენტარი