ლიტერატურა

უდიდესი ამერიკელი პოეტი ჯონ ეშბერი გარდაიცვალა

აშშ-ში პოეტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, ჯონ ეშბერი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს. გამოცემის თანახმად, პოეტის გარდაცვალება მისმა მეუღლემ, დევიდ ქერმანმა დაადასტურა. ეშბერი 90 წლის ასაკში, ნიუ იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჯონ ეშბერი პოეზიის ნიუ-იორკის სკოლის წარმომადგენელია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უფრო მეტად მას შემდეგ გახდა, რაც 1950-60-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე სოციალურ პროტესტებში ჩაერთო.

ჯონ ეშბერმა თავის სიცოცხლეში 3 ლიტერატურული პრემია მოიპოვა: პულიცერის, წიგნის ეროვნული და წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული პრემიები.

კომენტარები

კომენტარი