სტილი, დიზაინი

“ELLE MAGAZINE”-ის ვებ-გვერდის მთავარ გარეკანზე ქართული ვიდეო გამოჩნდა

აპრილში, თბილისის მოდის კვირეულზე გადაღებული ვიდეო ყველაზე პრესტიჟული ამერიკული ონლაინჟურნალის “ELLE Magazine”-ის გარეკანზე გამოჩნდა.

ვიდეო დრონითაა გადაღებული და უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. როგორც თაკო ჩხეიძე ამბობს, ახლა საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს.

ამასთან ერთად, სტატიაში  ანი ჩიხლაძის ფოტოსესიასაც ვხვდებით, რომელსაც ფონად სხვადასხვა ისტორიული ციხესიმაგრეები, ხიდები და შენობა-ნაგებობები აქვს, თავიანთ ისტორიებთან ერთად.

“არტნიუსი” გთავაზობ ანის ფოტოებსა და ვიდეოს ბმულს. 

კომენტარები

კომენტარი