კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევის საწარმოს დამფუძნებელზე ფილმს გადაიღებენ

ზუგდიდში აბრეშუმის ძაფის საწარმოს დამფუძნებლის შესახებ ფილმს გადაიღებენ. 15 წუთიანი ფილმის გადასაღებად ზუგდიდის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. დოკუმენტური ფილმის გადაღების ინიციატორის, მერიის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის, ბესიკ არახამიაა.

გრაფ ჟანტი დე როზმორდუკზე, ფრანგზე, რომელმაც სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის მხარდაჭერით, ზუგდიდში 1848 წელს აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმო დააარსა. საწარმომ 1863 წლამდე იფუნქციონირა. შემდეგ თურქებმა გადაწვეს და აღდგენა ცოტა მოგვიანებით მოხერხდა. კერძოდ, გრაფმა როზმორდუკმა, რომელიც თბილისში საფრანგეთის კონსულის შვილი იყო, თურქეთს უჩივლა და აიძულა მეზობელი სახელმწიფო, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გარკვეული თანხა გადაეხადა. დოკუმენტური ფილმის გადაღება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი