კინო

ელდარ შენგელაიას ტელეპრემიერა პირველ არხზე შედგება

20 წლიანი პაუზის შემდეგ ელდარ შენგელაიმ ფილმი “სავარძელი” გადაიღო, რომლის სცენარისტიც თავად რეჟისორია. ფილმის ტელეპრემიერა შემოდგომაზე, პირველ არხზე შედგება. მოლაპარაკებები რეჟისორთან უკვე დასრულდა. ფილმი პირველი არხის ეთერში მას შემდეგ გავა, რაც კინოთეატრებში მისი ჩვენება დასრულდება. კინოთეატრების ეკრანებზე კი ფილმის 14 სექტემბრიდან გამოჩნდება.

ელდარ შენგელაიას ფილმი “სავარძელი” სიყვარულსა და ძალაუფლებაზე მოგვითხრობს. როგორც თვითონ აღნიშნავს, ფილმი როგორც სასაცილო, ისე სევდიანი იქნება.  მთავარ გმირს მსახიობი ნიკა თავაძე თამაშობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები ნანა შონია, ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატო ჯუღელი, ზურაბ დარჯანია, ვანო გოგიტიძე.

კომენტარები

კომენტარი