ლიტერატურა

“დიოგენე” თინეიჯერებისთვის წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს

“ARTNEWS”-ი გთავაზობთ გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ გამოქვეყნებულ იმ წიგნთა ჩამონათვალს, რომელიც თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს.

1. სიუ მონკ კიდი, „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“. თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს… http://diogene.ge/ka/books/book/444

2. დანიელ პენაკი, „სკოლის სევდა“. პენაკის ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. წიგნში საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში. http://diogene.ge/ka/books/book/390

3. სტივენ კინგი, „კერი“. ეს არის ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. კერის ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური… http://diogene.ge/ka/books/book/393

4. ჯეფრი იუჯინიდისი, „თვითმკვლელი ქალწულები“. წიგნი გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს აღწერს. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის წიგნში. http://diogene.ge/ka/books/book/394

5. ჯერომ სელინჯერი, „ფრენი და ზუი“. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. http://diogene.ge/ka/books/book/193

კომენტარები

კომენტარი