კინო

ქართულმა ფილმმა ხორვატიაში კინოფესტივალზე გრანპრი მოიპოვა

მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” ხორვატიაში ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრი მოიპოვა.  – ამის შესახებ საქართველოს ნაციონალური ფილმის ცენტრის ვებ-გვერდიდან ვიგებთ

მთავარი პრიზი ნამუშევარმა საუკეთესო ევროპული კოპროდუქციისთვის მიიღო.

ჟიურის წევრები იყვნენ: კანის კინოფესტივალის გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი სელექტორი Christian Jeune, სცენარისტი და პროდიუსერი Nicholas Martin, რეჟისორი Nevio Marasović და Ozana Ramljak (VERN).
ფილმმა ასევე მოიპოვა Origo Film Group-ის ფულადი მხარდაჭერა რეჟისორის შემდეგი პროექტისთვის.

კომენტარები

კომენტარი