ვიზუალური ხელოვნება კინო

ინტერვიუ ქართველ ანიმატორთან ნინო გიუნაშვილთან, რომლითაც აშშ–ში დაინტერესდნენ

ქართველი ანიმატორის ნინო გიუნაშვილის ნამუშევრებით  შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ. მისი რამდენიმე ნახატის შესაძენად სპეციალურად ნიუ-იორკიდან  ჩამოვიდნენ. შემოდგომაზე ნინო გიუნაშვილი ნიუ-იორკში გამოფენის მოწყობას გეგმავს. მხატვარ-ანიმატორი, რომელსაც არაერთი ანიმაციური ფილმი აქვს შექმნილი, ახლა სულხან საბას იგავ-არაკების ილუსტრაციებზე მუშაობს.

„არტნიუსმა“ ნინო გიუნაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ნინო ამბობს, პირველი ნამუშევარი ერთი წლის ასაკში შექმნა.

– თქვენ შესახებ გვიამბეთ.  როდის დაიწყეთ ხატვა, რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნების ეს სფერო?

– ხატვა ჩემი სულიერი საკვებია ჩემი დიდი სამყარო.  ფანტაზიის და რეალობის შერწყმა. პირველი ნამუშევარი შევქმენი 1 წლის ასაკში, რომელიც მამიდაჩემს საგულდაგულოდ აქვს შენახული. მეღიმება, მაგრამ ასეა…

– ელოდით თუ არა, რომ თქვენი ნამუშევრები ამხელა გამოხმაურებას გამოიწვევდა და  შეერთებული შტატებიდან დაინტერესდებოდნენ?

– ჩემი ნამუშევრები ყოველთვის იწვევდა დაინტერესებას, თუმცა მე მათთან განშორება მიჭირს. თითოეული ნამუშევარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ცხოვრების იმ ეტაპს წამოსასახავს, რომელსაც ვგრძნობ და განვიცდი. შეერთებულ შტატებში დაახლოებით 20 ნამუშევარი შეიძინეს რამდენიმე წლის წინ.

– იგეგმება თუ არა გამოფენა აშშ–ში ?

– გამოფენას ნამდვილად ვგეგმავ  ნიუ-იორკიდან შემოთავაზება მქონდა და მაქვს. მყავს 2 წლის შვილი, რომელიც უჩემოდ ვერ ძლებს და ჯერჯერობით თავს ვიკავებ წასვლაზე. გამოფენა უჩემოდ ჩატარდება და მას ჩემი წარმომადგენელი გამართავს.

– თბილისში თუ გეგმავთ გამოფენის გამართვას?

– რა თქმა უნდა,  გამოფენას თბილისშიც ვგეგმავ უახლოეს მომავალში და მალე შეგეძლებათ პირადად იხილოთ ჩემი ნახატები და თოჯინები.

– პროფესიული განათლება თუ გაქვთ?

დიახ.  2005 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ანიმაციის განხრით. მულტიპლიკატორი ვარ, ასევე ვქმნი თოჯინებს სხვადასხვა მასალაში.

გთავაზობთ ნინო გიუნაშვილის შემოქმედებას:

navigate_before
navigate_next

 

“არტნიუსი” დროთა განმავლობაში შემოგთავაზებთ სიახლეებს ქართველი ანიმატორის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი