ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკები გაიხსნება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით, იწყება პროექტი „სკვერის ბიბლიოთეკები“. პროექტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში შეიქმნება ღია სამკითხველოები, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, იკითხონ წიგნები და სხვა. – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს “facebook” ვებ–გვერდიდან ვიგებთ.

იქვეა ნათქვამი, თუ როდის დაიწყება პროცესი – “პირველი „სკვერის ბიბლიოთეკა“ 1 სექტემბერს, ანაკლიის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს წიგნის პოპულარიზაციასა და მოზარდებში განათლების დონის ამაღლებას.”

საგულისხმოა, რომ სკვერის ბიბლიოთეკები, ასევე ნიქოზსა და დიცში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი