კინო

გადაწყვეტილება ცნობილია, ოსკარზე საქართველო “საშიშ დედას” წარადგენს

ეროვნულმა კინოცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს “საშიში დედა” წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.

2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოდა:

  1. „ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
  2. „მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
  3. „საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
  4. „ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)

 

კომენტარები

კომენტარი