ლიტერატურა

გამომცემლობა “დიოგენე” იმ წიგნთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც წარსულში გვამოგზაურებენ

საქართველოში ერთ–ერთი პრესტიჟული გამომცემლობა “დიოგენე” იმ წიგნთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც წარსულში გვამოგზაურებენ.  “ARTNEWS”–ი გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:

1. უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“. წიგნის მოქმედება 1327 წელს ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. http://diogene.ge/ka/books/book/165

2. მატიას ენარი, „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“. 1506 წელს მიქელანჯელო ბუონაროტი, სულთან ბაიაზიდის მიწვევით, კონსტანტინოპოლში ჩადის, რათა ოქროს რქაზე ხიდი ააგოს, მაგრამ სულთნის კარზე გენიალური მოქანდაკის ჩასვლას ყველა სიხარულით როდი ხვდება… http://diogene.ge/ka/books/book/442

3. პატრიკ ზიუსკინდი, „სუნამო“. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ამბავი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. http://diogene.ge/ka/books/book/45

4. ტრეისი შევალიე, „გოგონა მარგალიტის საყურით“. რომანში დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიაა გადმოცემული. http://diogene.ge/ka/books/book/413

5. ჯონ ფაულზი, „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეხვედრა ახალგაზრდა კაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. http://diogene.ge/ka/books/book/411

კომენტარები

კომენტარი