კინო

21–ე საუკუნის 10 ფილმი, რომლებზეც არ საუბრობენ

“ARTNEWS”–ი გთავაზობთ 21–ე საუკუნის 10 ფილმს, რომლებზეც არ საუბრობენ:

სულის სამზარეულო

ზინოს ზაკანზაკისს ჰამბურგის განაპირას პატარა რესტორანი აქვს. მისი მცირერიცხოვანი კლიენტები ზეპირად იცნობენ მენიუს და ზინოსის მომზადებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ზინოსის ცხოვრება მშვიდად მიედინება, სანამ მას ყველა უბედურება ერთბაშად არ დაატყდება თავს.

სიგიჟე

Lunacy (2005)

მოქმედება საფრანგეთში ვითარდბეა. ახალგაზრდა ჟანი კოშმარებით იტანჯება, რაც მის საგიჟეთში გაგზავნას განაპირობებს. დედის დასაფლავებიდან დაბრუნებული ჟანი გაეცნობა მარკიზს, რომელიც მას ღამის გასატარებლად ციხესიმაგრეში იწვევს.

მშვიდობით დრაკონის ბუნაგო

იაპონელი ტურისტი წვიმისას თავს კინოთეატრს შეაფარებს, სადაც “დრაკონის ბუნაგია”. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, სეანსს მაინც ცოტა ხალხი ესწრება და ვინც ესწრება, მათ არა ფილმის შინაარსი, არამედ სიბნელეში უცნობთან შეხვედრა აინტერესებთ.

შირინი

Shirin-4

140 ცნობილი ირანული თეატრისა და კინოს მსახიობი და ფრანგი ვარსკვლავი არიან უხმო პერსონაჟები თეატრალურ წარმოდგენაში ხოსროვი და შირინი, რომელიც გადაღებულია ირანული პოემის მიხედვით…

ჩემი ცხოვრება უჩემოდ

My Life Without Me (2003)

ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ჰყავს. უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში, რომლის კარში ის დღისითაც ვერ გაბედავდა შესვლას. მისი მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავამდყოფობაზე აცნობებენ, და რომ მას მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა. ენი გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება.

ლინდა, ლინდა, ლინდა

ოთხი მაღალკალსელი გადაწყვეტს, შექმნას ბენდი მათი სკოლის კულტურული ფესტივალისათვის. ფესტივალამდე სამი დღით ადრე გიტარისტი და სოლისტი ჯგუფს დატოვებენ. დარჩენილმა წევრებმა უნდა იპოვონ მათი შემცვლელები.

ყველაფერი ლილი ჩაუ–ჩაუზე

All About Lily Chou-Chou

ცხოვრება ადვილი არაა სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც იაპონიის პოპ-კულტურაზე გაიზარდნენ. ფილმში მთავარი გმირი გადარჩენას ლილი ჩაუ-ჩაუს სიმღერებში ეძებს.

ტაქსიდერმია

Taxidermia

სამი თაობის მამაკაცების ისტორია იწყება მეორე მსოფლიო ომის ლეიტენანტის ამბით, რომელიც გრძელდება მისი მსუქანი შვილის კალმანეს ისტორიით. კალმანე გამოდის ოლიმპიურ თამაშებზე ჭამაში და უყვარდება გიზელი. მალე მათ ეყოლებათ ბიჭი, რომელიც გაიზრდება, რათა გახდეს წყნარი ფიტულების გამკეთებელი.

ოაზისი

Oasis

ახალგაზრდა კაცი გამოდის ციხიდან და მიდის იმ მამაკაცის ცოლის სანახავად, რომელიც მთვრალმა გაიტანა. ის გაიცნობს მის ქალიშვილს, ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

კუს შეუძლია ფრენა

Turtles Can Fly

კუს შეუძლია ფრენა მოგვითხრობს ისტორიას ახალგაზრდების ჯგუფზე, რომელიც თურქეთის საზღვართან ცხოვრობს და სადამის რეჟიმის დასრულებას ელოდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი