კინო

საშინელებათა ჟანრის ფილმები, რომლებიც საღამოს, მეგობრებთან ერთად უნდა ნახო

“ARTNEWS”–ი  გთავაზობთ საშინელებათა ჟანრის ფილმებს, რომლებიც საღამოს, მეგობრებთან ერთად უნდა ნახო.

მგელი პოლიციელი

Wolfcop

პოლიციელი ლუ ხშირად სვამს გონების დაკარგვამდე, შემდეგ ეღვიძება უცნობ დგილებში. მაგრამ ერთხელ მას დაემართება უცნაური რამ, ის გადაიქცევა მგლად.

ზომბი თახვები

Zombeavers (2014)

მოზარდთა ჯგუფი, რომლებიც ერთად სწავლობენ კოლეჯში, გეგმავს არდადეგების გატარებას ტბის პირას მყოფ სახლში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს დასვენება იქნება მათთვის სექსის და გარყვნილების დღესასწაული. თუმცა, სინამდვილეში მათ ელით მხოლოდ სისხლი და სიკვდილი.

ცრემლების დედა

Mother of Tears

ხელოვნების ნიმუშების რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტების ხელში ანტიკური ნივთი ხვდება. ნივთის გახსნით ისინი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კუდიანს – ცრემლების მშობელს გაათავისუფლებენ.

ლეგიონი

როდესაც ღმერთი დაკარგავს კაცობრიობისადმი რწმენას, ის საკუთარი ქმნილების გასანადგურებლად სიკვდილის ანგელოზებს გამოგზავნის. ადამიანებს კი მხოლოდ მთავარანგელოზი მიქაელი გამოექომაგება.

უცნობები

The Strangers

ეშმაკის სახლი

The House of The Devil

კოლეჯის სტუდენტი სამანტა ჰიუზი უცნაურ ადამიანებთან ძიძად იწყებს მუშაობას. მისი პირველი სამუშაო დღე მთვარის დაბნელებას ემთხვევა. სულ მალე სამანტა ხვდება, რომ ოჯახი, რაღაც საშინელ საიდუმლოს მალავს.

ფული ან სული

sam-trick-r-treat

ოთხი ისტორია, რომელიც ჰელოუინის დროს ერთდროულად ვითარდება: უფროსკლასელი მოსწავლის ჩვეულებრივი ცხოვრების მიღმა სერიული მკვლელის საიდუმლო ცხოვრებაა; კოლეჯის მოსწავლე შესაძლოა სწორედ ახლა შეხვდა შესაფერის ბიჭს; მოზარდების ჯგუფი ბოროტ ხუმრობას გეგმავს; ქალი, რომელსაც ეს ღამე ეზიზღება მის დღესასწაულების მოყვარულ ქმარს ებრძვის.

ერთი თვალი

ხუთი ადამიანი მილიონი დოლარის სანაცვლოდ თანახმაა, ექვსი თვის განმავლობაში იზოლირებულ სახლში იცხოვროს, სადაც ყოველ მათ მოქმედებას ფარული კამერების საშუალებით აკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი